
"ქუთაისი თდეის" ცნობით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე გარდაიცვალა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ კირკიტაძე C ჰეპატიტით იყო დაავადებული.
ლევან კირკიტაძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ,,ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოხვდა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა იკავებდა.
მანამდე, ლევან კირკიტაძე ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ლევან კირკიტაძე მოგვიანებით ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რიგებს შეუერთდა, ბოლო დროს კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.