
კომპანია „ნიკორამ“ წიგნის ფესტივალზე სიმპათიად აირჩია მწერალი გოგონა თამთა მელაშვილი და მას პრიზის სახით „ნიკორას“ სოსისი, ქაშაყი, ლუდი და პური გადასცა, თუმცა, მარკეტინგმა ვერ გაითვალისწინა, რომ მწერალი ვეგეტარიანელი იყო.
ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ასე მაგალითად, „ფეისბუქზე“ გავრცელდა სტატუსები, სადაც „ნიკორას“ ამ გადაწყვეტილებას ირონიულად უწოდებენ „ქართული მარკეტინგის აპოგეას“.
"Natela Zweistein Janelidze
ქართული მარკეტინგის აპოგეაა!!!! ეხლა ჯაბამ დამირეკა, წიგნის ფესტივალზე, 15 საუკეთესო მოთხრობაში ნიკორას სიმპათია გამხდარა ერთი გოგო, მწერალი თამთა მელაშვილი, რომელსაც გადასცეს სოსისები, პური, ლუდი და ქაშაყი. და ეს ყველაფერი არაა ეს გოგო, ვისაც ეს ძღვენი ერგო, ყოფილა ვეგეტარიანელი."