-
2014-05-30 21:27
"კი, ავადაა, შეტევაც ნამდვილად ჰქონია, მაგრამ ვიზა არა აქვს და რუსეთში ვერ შევუშვებთ, ვერ დავეხმარებით, ეს ვიზები კიდე, თქვენმა სააკაშვილმა შემოიღო, ჩვენზე ნუ ბრაზობთ", - ამ სიტყვებით უპასუხეს კიევი-თბილისის რეისის მგზავრთა პრეტენზიას რუსმა მესაზღვრეებმა.
ამის შესახებ იმ ცნობილი რეისის მგზავრები იხსენებენ, სადაც ქართველი მგზავრი ცუდად გახდა და რეისმა საგანგებო დაშვება აეროპორტში განახორციელა, ხოლო ერთ-ერთი მგზავრი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი ვაშაძეს აუხირდა.
ამ რეისის ერთ-ერთი მგზავრი რეისის შთაბეჭდილებების შესახებ "ფეისბუქში" წერს:
"უკვე ერთი საათია თბილისში ვარ... მინდა გაგიზიაროთ ემოციები, რომელიც გადავიტანე... ფრენა... ადამიანს ბორტზე შეტევა დაემართა... სიკვდილის პირას არის... იძულებითი დაჯდომა როსტოვში, სხვანაირად არ შეიძლებოდა და რუსი მესაზღვრე, სახის უხეში გამომეტყველებით და სიძულვილით სავსე თვალებით, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მას დავეხმაროთ, რადგან მას ვიზა არ აქვს...
აეროპორტის ექიმებს კი არ აქვთ პრეპარატი, რომელიც მას თბილისამდე ჩაფრენაში დაეხმარება... მგზავრები როსტოვში ნაცნობების ძებნას იწყებენ, რომ რამეთი მაინც დაეხმარონ...
ეს როგორ არის? თუ შენ ქართველი ხარ მოკვდები რუსეთში და არ დაგეხმარებიან, რადგან ვიზა არ გაქვს... შედეგი : ორი საათი მოძმე ქვეყნის აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოუსვლელად... სანამ სასწრაფო არ გამოგვიგზავნეს და მოწყალება არ გაიღეს... ნემსები გაუკეთეს, აბები მისცეს და გამოაფრინეს... რამდენი რამე შეიცვალა მხოლოდ ერთი ფრენისას".