-
2014-05-29 15:42
გუშინ გარდაბანში ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს ხელისუფლებას მკაცრად და დროულად მოახდინოს რეაგირება ამ საზარელ ფაქტზე.
..ის რაც გარდაბანში მოხდა, არის იმ სიძულვილის შედეგი, რომელიც ხელისუფლების უნიათობითა და წაქეზებით მძვინვარებს საქართველოში. მთავრობამ გახსნა პანდორას ყუთი და ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ძალადობა გაჩერდება ნაც.მოძრაობის წევრებზე ან აზერბაიჯანელებზე ან საზოგადოების სხვა კონკრეტულ სეგმენტზე. თუ ძალადობას არ გაეცემა დროული და ადეკვატური პასუხი, ის შევა ყველა ოჯახში, ისევე როგორც 90-იანი წლების დასაწყისში..."- წერს დიმიტრი შასკინი.