-
2014-05-24 11:31
დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ერთი სატვირთო ავტომანქანა იპოვეს, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ამ სატვირთოს მძღოლი უნდა იყოს, მიმდინარეობს იდენტიფიცირება და ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.
სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელია, სავარაუდოდ ის რუსეთის მოქალაქე უნდა იყოს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 4 პიროვნების საპოვნელად.