
ნოდარ ხადურის უწყების მიერ საბიუჯეტო თანხის ხარჯვის კიდევ ერთ დოკუმენტს ამჯერად “ზონა news” აქვეყნებს. მასალაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი სააგენტოს ექსკლუზიურად მიაწოდეს.
"კარგად ჩანს, რომ ნოდარ ხადურის უწყებამ სამ დღეში ბანკეტი 6 – ჯერ გამართა და ბიუჯეტიდან “TBILISI Marriott” – ს, 26 393 ლარი გადაუხადა. არსებულ დოკუმენტში იკითხება გადახდილი თანხის რაოდენობა და სტუმრის სახელად მითითებულია “ASIAN DEVELOPMENT BANK” – ი. ბანკეტი სამი დღის განმავლობაში 6 – ჯერ გაიმართა ანუ დღეში ორჯერ", - წერს პორტალი.