TV3-ს "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მონიტორინგის შედეგები არ მოსწონს

Image

ტელეკომპანია tTV3-ს არ მოსწონს "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" ბოლო მონიტორინგის სედეგები და ორგანიზაციას მოუწოდებს, მას სასწრაფოდ გადახედოს. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

 

განცხადებაში ნათქვამია:

 

"ტელეკომპანია ტვ3 მიიჩნევს, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ( CRRC) მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას ეხება, არ ასახავს რეალობას. ანგარიშში მოყვანილი რამდენიმე ძირითადი საკითხი გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არაკომპეტენტური ადამიანის მიერ მომზადდა. სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას ვიფიქროთ, რომ ინფორმაცია შეგნებულად დამახინჯდა.

 

მაგალითად, კვლევაში ნათქვამია „15 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით პერიოდში ტვ3-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტები უმეტესწილად ინფორმაციის მოწოდებით შემოიფარგლებოდა და ნაკლებად იყო ორიენტირებული ანალიტიკაზე“.

 

ვაცხადებთ, რომ რეალურად არის პირიქით - ტვ3-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - „მთავარი ამბები ნანა ლეჟავასთან ერთად“ გასული რეპორტაჟები უმეტესწილად ანალიტიკაზეა ორიენტირებული და ნაკლებად შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათით.

 

ასევე, მონიტორინგში წერია, რომ ტვ3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მაგალითად, პრემიერ-მინისტრს დადებით ტონში აშუქებს 31 პროცენტით, იმავე ანგარიშში პირდაპირ არის ხაზგასმული - „ტვ3-ის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, რაც კონტექსტიდან ამოვარდნილია.

 

Tv3 ითხოვს კვლევის ავტორებმა სასწრაფოდ გადახედონ ბოლო მონიტორინგის შედეგს და დაკვირვებით გაანალიზონ ტვ 3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება - „მთავარი ამბები 8 საათზე ნანა ლეჟავასთან ერთად“. ვინაიდან მსგავსი არაობიექტური და რეალობას აცილებული კვლევები პირდაპირ მოქმედებს არხის რეპორტიორების სტიმულზე".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !