-
2014-05-23 17:33
დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ერთი სატვირთო ავტომანქანა იპოვეს, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ამ სატვირთოს მძღოლი უნდა ყოფილიყო.
სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელია. ნაპოვნი სატვირთო მანქანის აღწერილობა და მონაცემები გადაეცა კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შტაბს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 5 პიროვნების საპოვნელად.