-
2014-05-22 22:21
მხოლოდ ამ თვეში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ორი შემთხვევა მოხდა. ბოლო სამ თვეში ძალადობას 13 ქალი ემსხვერპლა. ამ ძალადობათ უმრავლესობა მკვლელობაა, რომლებიც ქმრებმა ან ყოფილმა ქმრებმა ჩაიდინეს.
2013 წელს ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევაა აღნუსხული, აქედან 8 საკუთარმა ქმარმა მოკლა, 1 კი - შვილმა.
გაეროს სტნადარტებით ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, 9%-ზე მეტს შიში აქვს, რომ შესაძლოა, მისი ახლობელი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდეს, თითქმის 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა ხშირია, ხოლო გამოკითხულთა 14% ქმრის მხრიდან ცოლზე ძალადობას ამართლებს მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევს შვილებს.
"კურიერი"