მენინგიტი, მისი კლინიკური ნიშნები და მკურნალობა

Image

მენინგიტი ტვინის გარსების ანთებაა, მკურნალობის გარეშე დაავადება ლეტალურად მთავრდება 4-5 დღეში, თუმცა ადკვატური მკურნალობის დროსაც კი ლეტალობა მაღალია (50%).

 

ეპიდემიური (ვირუსული) მენინგიტი თავის ტვინის გარსების ყველაზე გავრცელებული ინფექციური ანთებითი დაავადებაა. იგი ბავშვთა კოლექტივებში ვრცელდება როგორც ეპიდემია.

 

აქედან წარმოდგება მისი სახელიც. ამ დაავადებას იწვევს სხვადასხვა ბაქტერია, ყველაზე ხშირად - მენინგოკოკი, პნევმოკოკი და ჰემოფილუსის ჩხირი. ინფექციური პროცესი უმეტესად მხოლოდ ტვინის გარსებს მოიცავს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი ტვინის ქსოვილზეც ვრცელდება.

 

ამ ფორმას მენინგოენცეფალიტი ეწოდება. ავადობა ყველაზე მეტია მცირეწლოვან, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებში. უფროსებში მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი უფრო ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება.

 

დაავადების პირველი ნიშნები ორგანიზმში გამომწვევის შეჭრიდან 1-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. თუ დაავადების ამოცნობა დაგვიანდა, ავადმყოფობა ხანგრძლივდება, ვითარდება სახიფათო გართულებები: ქრონიკული თავის ტკივილი, სიელმე, სიყრუე, კრუნჩხვები, ჰიდროცეფალია.

 

პირველი ნიშნები: ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშობდა, უეცრად მოიწყენს, მოითენთება ან ჭირვეულდება. უჩივის ყელის, თავის, მუცლის ტკივილს, აღებინებს, ამცივნებს. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, მადა ქვეითდება, წყურვილი ძლიერდება. დედას ჰგონია, რომ ბავშვი გაცივდა ან მოიწამლა.

 

სანამ ის სიტუაციაში გარკვევას ცდილობს, ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიები ხახის ლორწოვანი გარსიდან ლიმფური და სისხლის გზით თავის ტვინის გარსებისკენ მიემართებიან, ეს გზა კი საკმაოდ მოკლეა და მიზნამდე სულ მცირე ხანია საჭირო.

 

ტვინის გარსის ანთების დროს ბავშვები ვერ იტანენ მკაფიო, კაშკაშა სინათლეს, ხმამაღალ ბგერებს, ხმაურს, კრთებიან უმნიშვნელო შეხებისას - ამჟღავნებენ ზემგრძნობელობას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. მათ თავი რომ აარიდოს, ბავშვი იმალება საბნის ქვეშ ან თავზე იფარებს ბალიშს.

 

დაავადების ტიპური ნიშანია თავის უკან გადაგდება, სხეულის მორკალვა. თუ ბავშვს ქოთანზე დავსვამთ, ის თავს უკან გადააგდებს, ხელებით იატაკს დაებჯინება და გააკეთებს დამახასიათებელ რკალს. როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ტვინის გარსები ჩირქით არის დაფარული, ექიმი დიაგნოზს ერთი შეხედვით დასვამს:

 

ბავშვი გვერდზე წევს, თავი უკან აქვს გადაგდებული, ფეხები - მუცელზე მიბჯენილი, იდაყვში მოხრილი ხელები - გულმკერდზე. დაავადების დასაწყისში კლინიკური სურათი მკაფიო არ არის, თუმცა არსებობს ნიშნები, - ე.წ. მენინგეალური ნიშნები, - რომლებიც მენინგიტზე მიუთითებს ან გამორიცხავს მას. ექიმისთვის მათი შემოწმება ადვილია.

 

მენინგიტის დადგენა მხოლოდ თავ-ზურგტვინის სითხის - ლიქვორის შემოწმების შემდეგ ხდება შესაძებელი. მშობლებს ეშინიათ ამ პროცედურის, მაგრამ ექიმების მტკიცებით, ტექნიკურად ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია. საქმე ის არის, რომ ლუმბალური პუნქცია კეთდება წელისა და კუდუსუნის მალების საზღვარზე, აქ კი ზურგის ტვინი არ არის.

 

ლუმბალური პუნქცია ტარდება ორი დანიშნულებით - სადიაგნოზოდ და სამკურნალოდ. ლიქვორის გამოღება აქვეითებს წნევას, ბავშვი მშვიდდება, უმცირდება თავის ტკივილი, უწყდება პირღებინება. მენინგიტის დიაგნოზი დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ ლიქვორის გამოკვლევის შემდეგ.

 

mkurnali.ge-ს მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !