"მწვანე ალტერნატივა" ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა იმ საფრთხის შესახებ, რაც მოსალოდნელი იყო დარიალის ხეობაში, იმ შემთხვევაში, თუ იქ დარიალჰესი აშენდებოდა.
შენიშვნა:ფოტოზე არაა გამოსახული დარიალის ხეობა და მდინარე თერგი
-
"დარიალის ჰესის პროექტი ისე დაიგეგმა, დამტკიცდა და ხორციელდება, რომ შეუსწავლელია მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. მდინარე თერგის საშუალო წლიური ხარჯის
მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს - არ არსებობს უკანასკნელი 25 წლის მონაცემები.
გარდა ამისა, მდ. თერგის მყარი ხარჯის (მყარი და ფსკერული ნატანის) შესახებ გათვლები ეფუძნება მხოლოდ 1928-1940 წლების მონაცემებს. საერთოდ არ გამოკვლეულა და არ არის წარმოდგენილი თერგის შენაკადების, მდინარეების ჩხერისა და ყუროს საშუალო წლიური ხარჯისა და მყარი ხარჯის მონაცემები.
აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით მდინარეში დარჩება წყლის ნაკადის მხოლოდ 10%, კიდევ უფრო ზრდის როგორც დარიალის ხეობისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენების, ისე ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეს.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, ყოველწლიურად რამოდენიმე მეტრით იკლებს ის მყინვარები, რომლებითაც საზრდოობს თერგი და მისი შენაკადები. მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხი არ იქნა გათვალისწინებული ჰესის პროექტის შემუშავებისას".
იხილეთ სრული ვარიანტი