შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი აღარ იქნება -„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილება განხორციელდა.
შეწყალების კომისიაში შედიან: უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, იურისტი თამარ ხიდაშელი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
ელისაშვილს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის გამო შეუწყდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი ხელმძღვანელი და როდის დაინიშნება ის. შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში, საინიციატივო ჯგუფის სახელით საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს.