
დარიალის ხეობიდან გამოყვანილი უკრაინის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკაში დღეს გარდაიცვლა.
უკრაინის ერთი მოქალაქე და თურქეთის ერთი მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკაში ხეობიდან გუშინ გადაიყვანეს, რადგან უკრაინელის მდგომარეობა მძიმე იყო, ის ვერტმფრენით გადმოაფრინეს.
ექიმი რეანემატოლოგის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა შემოსვლითანავე კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.