
დარიალის ხეობაში საგანგებო შტაბს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ადგილზე უწევს კოორდინაციას სამაშველო და სხვა სახის სამუშაოებს.
ამ დროისთვის დარიალის ხეობიდან უკვე ევაკუირებულია სამასამდე ადამიანი, შს სამინისტროს მაშველებმა მთის ცამოშლილი მასიდან უვნებლად ამოიყვანეს 14 მოქალაქე. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები. სამაშველო სამუშაოები და ევაკუაციის პროცესი, სავარაუდოდ, დაბინდებამდე გაგრძელდება.