
ამ დროისთვის შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში უკვე მოახერხეს გვირაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მას ადგილზე ჩასული შს მინისტრი აკვირდება. ცნობილი გახდა, რომ დარიალის ხეობაში ასევე გეგმავს ჩასვლას საქართველოს პრემიერმინისტრი.
დარიალის ხეობაში მთის მასივი ჩამოიშალა და საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით მოძრავი ტრაილერები და ავტომანქანები მოიყოლა.
ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე არ დადასტურებულა მსხვერპლის არსებობა, თუმცა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები, მათ შორის, „დარიალიჰესის“ მუშება, რომელთა მდგომარეობა უცნობია.
საქართველო – რუსეთის საზღვართან ახლოს, მდინარე თერგზე 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის 90%-ის მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ - სადერივაციო გვირაბში.