ოთახის ვარდის მოვლა – სასარგებლო რჩევები

Image

ოთახში ჩვეულებრივ მოყავთ რემონტატული, ჰიბრიდული და პოლიანტული ვარდები. მათ შორის გარეგნული განსხვავება ძალზედ მცირეა.

 

ვარდის ყველა ჯიშს აქვს ხუთი ფურცლისგან შემდგარი დიდი ფოთოლი, სხვადასხვა შეფერილობის და სასიამოვნო სურნელის-საკმაოდ ლამაზი ყვავილი.

თუ გავითვალისწინებთ ვარდის მოვლის ქვემოთ მოყვანილ რჩევებს, ვარდი დიდხანს გაძლებს და კარგად გამრავლდება.

ვარდებისთვის სასარგებლოა:

  • სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრები და აივნები;
  • სასუქით მდიდარი ნიადაგი;
  • წელიწადის ცხელ დროს სუფთა ჰაერზე ყოფნა;
  • ხშირი მორწყვა ვეგეტაციის პერიოდში;
  • სასუქის შეტანა ყვავილობის დროს კვირაში ერთხელ;
  • დიდ ქოთანში გადარვა აუცილებლობის შემთხვევაში.

ვარდებს ვნებთ:

  • ცივი წყლით მორწყვა;
  • სიცხეში ყოფნა;
  • მცენარეზე გამხმარი ყვავილების დატოვება;
  • ფესვების დაზიანება გადარგვისას;
  • მავნებლების და დაავადებების გაჩენა;
  • თბილი ზამთარი.

როგორც კი შეიძენთ ვარდის ბუჩქს და სახლში მიიტანთ არ იჩქაროთ მისი გადარგვა სხვა ქოთანში. დადგით აღმოსავლეთ ან სამხრეთ — აღმოსავლეთ მხარეს, ფანჯარასთან და მიეცით დრო შეეჩვიოს ახალ მიკროკლიმატს.

ვარდების მორწყვა საჭიროა იმის მიხედვით, როგორ სწრაფად შრება მისი ნიადაგი. მათ რწყავენ ჩვეულებრივ მინიმუმ ერთი დღის ნადგამი წყლით.

ვარდები ასევე კარგად რეაგირებენ ფოთლებზე წყლის მისხურებაზე. ამას აკეთებენ საღამოს, ანადუღარი, გაციებული წყლით, ან სპეციალური სასუქით (მაგალითად «კასკადი»), გახსნილ ანადუღარ, ცივ წყალში. მისხურება (ზაფხულშიც კი) ყოველ დღე არა არის რეკომენდირებული.

მთვარის ავსების პერიოდი კარგი დროა ვარდის გადასარგავად. ამ დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ დავაზიანოთ ვარდის ფესვები. ფესვის გარშემო მიწა არ უნდა მოვაცილოთ.

ვარდებს კარგი განვითარებისთვის ჭირდებათ სასუქით მდიდარი ნიადაგი. ნარევი უნდა შედგებოდეს ერთი მეოთხედი ტორფისგან, ერთი მეოთხედი ნეშომპალისგან და ერთი მეორედი ქვიშისგან. ამ ნარევში გადარგვისას უნდა დავამატოთ კომპლექსური სასუქის გრანულები. თუ მსგავსი ნიადაგის დამზადების საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ ვარდი გადარგოთ მზა, შეძენილ გრუნტში.

ვარდის ახალი ქოთანი უნდა იყოს კონტეინერზე დიდი, რომლითაც შეიძინეთ, სულ მცირე 2-4 სმ-ით დიამეტრზე და 5-7 სმ-ით სიმაღლეში. ძალიან დიდი ქოთნის აღებაც არ ვარგა, მცენარის მიწისზედა ნაწილი უნდა იყოს ქოთანთან 1:1 თანაფარდობაში.

თუ ქოთანი კერამიკულია და სულ ახალი (მასში არაფერი იყო ჯერ ჩარგული), ის უნდა ჩავდოთ თბილ წყალში 2  საათით. თუ ქოთანში უკვე იზრდებოდა რაიმე მცენარე, ის კარგად უნდა გავრეცხოთ მაგარი ჯაგრისით თბილ წყალში, ოღონდ ქიმიური დანამატების გარეშე. ქოთნის ძირში ჯერ ყრიან გრანულებიან ნიადაგს და შემდეგ ზემოდან აყრიან უსასუქო ნიადაგს.

გადარგვის წინ მცენარე კარგად უნდა მოირწყას. მას უნდა მივცეთ წყლის შეწოვის საშუალება (20 წუთი). შემდეგ ფრთხილად უნდა ამოვატრიალოთ ქოთანი, ერთი ხელით დავიჭიროთ მცენარე და მეორეთი ფრთხილად შევარხიოთ ქოთანი. ფესვებზე მიმაგრებული მიწა ადვილად უნდა მოსცილდეს ქოთანს. გადარგვის შემდეგ ყველა მხრიდან მოაყრეთ მიწა. ამ დროს მცენარის მორწყვა საჭირო არაა. შეგვიძლია წყალი მივასხუროთ ფოთლებზე და დავდგათ ჩრდილში ან სამხრეთ ფანჯარასთან.

გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ, თუ აქტიური ვეგეტაცია მიმდინარეობს, ვარდის სასუქით მომარაგებას იწყებან. ჩვეულებრივ სასუქი შეაქვთ ორ კვირაში ერთხელ, რწყავენ მინერალური სასუქის ხსნარით, ან ფოთლებზე ასხურებენ სპეციალური სასუქის სუსტ ხსნარს. არ შეიძლება ახალგადარგული ან დაავადებული მცენარისთვის სასუქის მიწოდება. ამ პროცედურას ატარებენ საღამოს, მორწყვის შემდეგ, მაგრამ ცივ, წვიმიან ამინდში ვარდის სასუქით მომარაგება რეკომენდირებული არაა.

თუ ვარდს სინათლე მიეწოდება ერთი მხრიდან, ბუნებრივია ის გადაიხრება ამ მხარეს, რომ არ მივიღოთ გადახრილი ბუჩქი, მცენარე მსგავს შემთხვევაში დროდადრო უნდა შევატრიალოთ.

შემოდგომით, როდესაც ტემპერატურა დაეცემა 15-12 გრადუსამდე, მცენარე აივნიდან გადააქვთ ოთახში და დგავენ სამხრეთ ფანჯარასთან. როდესაც მცენარე წყვეტს ყვავილობას, მას ამზადებენ ზამთრისთვის. იშვიათად რწყავენ და აღარ აწვდიან სასუქს. თუ შესაძლებელია მცენარე ცივ ოთახში დავდგათ. ზამთარში ის არ უნდა იყოს 15-17 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე.

ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში შესაძლებელია შემდეგი ვარიანტები. ფანჯარა რომელთანაც დგას ვარდი დავტოვოთ ღია, ან შემოვსაზღვროთ ადგილი პოლიეთილენის პარკით. მცენარის სიახლოვეს არ უნდა იყოს ელექტრო მოწყობილობები.

მცენარის ზამთრისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია მისი გასხვლა. მას ატარებენ მთვარის შევსების ფაზაში. თუ არ გავსხლავთ შემოდგომით, გაზაფხულზე ვარდი აყვავდება გვიან და ექნება ძალიან ცოტა ყვავილები. თუმცა თუ შემოდგომით ვერ მოვახერხეთ, ამის გაკეთება შესაძლებელია გაზაფხულზეც.

მოჭრილი ტოტები შეგვიძლია ვარდის გასამრავლებლად გამოვიყენოთ. მასზე ტოვენებ 3-4 ფოთოლს და დგავენ ოთახის ტემპერატურის წყალში. ჩვეულებრივ მას გამოაქვს ფესვები ორი კვირის შემდეგ, თუმცა მისი გადარგვა უმჯობესია, როდესაც ფესვი კარგად განვითარდება. შემოდგომის ნერგები ყვავილობას იწყებან უკვე შემდეგ გაზაფხულზე.

ზამთარში ვარდი არ ყვავის, მას სცვივა ფოთლები და გამოიყურება ძალიან მოწყენილად. ზამთარში რწყავენ იშვიათად. ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში უდგავენ წყლიან სინს.

გაზაფხულზე როცა ვარდს გამოაქვს ფოთლები, იწყებენ მის ხშირ მორწყვას. აწოდებენ სასუქს. მსხვილი ყვავილების მისაღებად სასურველია სასუქის ყოველკვირეული მიწოდება. კვირტის გამოტანის პერიოდში ყვავილი არ უნდა განიცდიდეს სინათლის ან ტენის ნაკლებობას.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !