80 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
პაციენტი საავადმყოფოში 18 დღის წინ შეიყვანეს და მას ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი ჰქონდა, იმყოფებოდა ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასევე აღენიშნებოდა თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, თუმცა პაციენტი უკვე მოხსნეს აპარატიდან.რამდენიმე დღეში ის კლინიკიდან გაწერება.