
62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერონ.ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ის იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დღეს განმეორებით ავიღეთ ანალიზი და თუ მივიღეთ დადებითი პასუხი, ამ დღეებში მას გავწერთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.