
სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7-8 საათია. მაგრამ საინამდვილეში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული: ვიღაცისთვის 6 საათიც საკმარისია, სხვას კი 9 საათიც არ ჰყოფნის.
ამ საკითხზე ექიმებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. არსებობს აზრი, რომ რვასაათიანი თანმიმდევრული ძილის იდეა შედარებით ახალი მოვლენაა. ბევრი წლის წინ ისტორიკოსი როჯერ ეკირხი სხვადასხვა საარქივო დოკუმენტს სწავლობდა და დაასკვნა, რომ მე-19 საუკუნემდე ადამიანები საკუთარ ძილს ორ თანაბარ სეგმენტად ყოფნდენ - ეძინათ 4 საათს, შემდეგ 1 საათს ფხიზლად იყვნენ და შემდეგ ისევ იძინებდნენ. მეცნიერის აზრით, ეს პრაქტიკა მე-17 საუკუნიდან ნელ-ნელა იცვლება და ის ქუჩის და სახლის განათების განვითარებასთან არის დაკავშირებული.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს სწორია, რადგან ბუნებამ ასე განსაზღვრა, ადამიანმა კი ხელოვნური განათება მოიგონა და ყველაფერი გააფუჭა. მაგრამ ასე არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობენ მონადირეთა და შემგროვებელთა ტომები, რომელთა ცხოვრების წესიც ფაქტობრივად პირველყოფილია. შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი იძინებენ დაბნელებისთანავე და სძინავთ 7-8 საათს დილამდე, მაგრამ კვლევებით ეს ჰიპოთეზა არ დადასტურდა. მეცნიერები ასეთ ტომებს აკვირდებოდნენ ნამიბიაში, ბოლივიასა და ტანზანიაში და დარწმუნდნენ, რომ ისინი არ იძინებენ მზის ჩასვლისთანავე და მზის ამოსვლამდეც იღვიძებენ, ანუ მთლიანობაში მათ სძინავთ დაახლოებით 6 საათს, როგორც ბევრ დასაქმებულ ადამიანს „ცივილიზებულ“ სამყაროში.
თუ ადამიანს ერთი ან ორი საათის ძილი დააკლდა, ეს მის ხასიათზე აისახება. მაგრამ მუდმივი გამოუძინებლობის შემთხვევაში ადამიანი უარესად აზროვნებს, მეხსირების პრობლემები უჩნდება და მომხდარზე შენელებულად რეაგირებს. შედეგად ათასგვარი პრობლემა იქმნება. მაგალითად, აშშ-ში წელიწადში 100 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლების გამოუძინებლობის შედეგია. არსებობს კვლევა, რომლის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ძილის დეფიციტი აქვთ ხშირად არაადეკვატურად აღიქვამენ თანამოსაუბრეების ემოციებს, რამაც ურთიერთობაში შეიძლება სხვადასხვა პრობლემა შექმნას. ცუდი ძილი ნეგატიურად აისახება სექსუალურ აქტივობაზეც. ექიმებს მიაჩნიათ რომ ადამიანები, რომლებსაც რეკომენდებულზე ცოტა ხანს სძინავთ „ძილის ვალი“ უყალიბდებათ. მაგალითად, თუ სამუშაო კვირის განმავლობაში ადამიანი ორი-ორი საათით გამოუძიენებელია, შაბათ კვირისთვის მას ათი საათის „ვალი“ დაუგროვდება.
ეს „ვალს“ ჰგავს: თუ თქვენ ადამიანმა 10 ლარი გასესხათ და აქედან მხოლოდ 2 ლარი დაუბრუნეთ, ეს ოდნავ გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციას ვერ უშველის. რაც შეეხება დღის ძილს, ჯერ ერთი, ბევრ ადამიანს უბრალოდ არ აქვს დღის ძილის ფუფუნება და რაც მთავარია, დღის ძილი მხოლოდ ოდნავ დაგემხარებათ, მაგრამ ღამის უძილობის შედეგებისგან ვერ გაგათავისუფლებთ.
არა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნორმაზე დიდხანს ძილი სხვადასხვა პრობლემას იწვევს - ჭარბწონიანობას, დეპრესიას, გულის დაავადებებს და ათასგვარ უსაიამოვნებას.
სინამდვილეში აუცილებელი არც 8-საათიანი ძილია. არიან ადამიანები, რომლებსაც 6 საათიც ჰყოფნით. მთავარია ადამიანმა ისეთ დროს დაიძინოს, რომ გამოიძინებულმა და ნორმალურ განწყობაზე გაიღვიძოს. მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდი იშვიათობაა.