
გერმანიამ იტალიიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE24 საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტზე, მიხაელ კრეჩმერზე
დაყრდნობით ავრცელებს.
კრეჩმერის თქმით, გერმანიას დახმარების თხოვნით იტალიამ მიმართა. ჯანდაცვის სფეროსთან
წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ კი საქსონია იტალიიდან 6 პაციენტის მიღებას დათანხმდა.
"მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია", — განაცხადა კრეჩმერმა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 63 927 შემთხვევაა დადასტურებული,
ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 6 077-ია.