
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ახალი შემთხვევების დადასტურების შემდეგ სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 235 ადამიანია ინფიცირებული, ორი ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.