
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 46 ადამიანი დაიღუპა.ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 335-ს მიაღწია.
„ბიბისის“ ცნობით, გარდაცვლილების ასაკი 47-დან 105 წლამდე მერყეობს და ყველა მათგანს თანმდევი დაავადება ჰქონდა.