
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ნიკა არ გამოჯანმრთელებულა , ის რჩება საავადმყოფოში.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„კლინიკურად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად, მაგრამ ჯერჯერობით ვირუსი არ არის განულებული. ამიტომ ჯერ ის ისევ ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. არ ვიცი მისი გამოჯანმრთელების ჭორი საიდან გავრცელდა, მაგრამ ყველას მაინც დიდი მადლობა, ვინც მისი გამოჯანმრთელება მომილოცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინეს.