-
2020-03-23 17:16
კორონავირუსის ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში წუხელ კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, როგორც ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ამბობს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“წუხელ გადმოიყვანეს ერთი პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ცენტრში სულ ოთხი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. კატანტინში რჩება 43, თუმცა 17 პაციენტს დღეს გავწერთ სახლში”, – აღნიშნა ქამუშაძემ.