-
2020-03-23 15:36
მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ლექსით მოუწოდა. ლექსი დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
დამიჯერე, დარჩი სახლში,
გადარჩენა შენს ხელშია,
ჭორი დაძრწის დაღლილ ხალხში,
ჯერ სიავეს ისევ შია.
სხვის ჯინაზე ნუ დიდგულობ,
ნუ უარყოფ ბედისწერას,
ის ომობს და ის სულდგმულობს,
ვინც პირჯვარი გადიწერა.
დამიჯერე, სახლში დარჩი,
დაელოდე მერმისს მზიანს,
გახსოვდეს, რომ სხვისთვის გაჩნდი,
ნუ მოუტან შენს თავს ზიანს.
გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით,
მე შენთვის და შენ კი ჩემთვის,
ეს ცხოვრება მდინარეა,
ცით იწყება და ზღვას ერთვის . . .
წერს კახაძე.