
ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 462 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში ესპანეთში კორონავირუსით 2182 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 33000 ინფიცირებულია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის 3355 ადამიანი გამოჯანმრთელდა.