
გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს
დისკუსიის გარეშე უყრიან.
პირდაპირ კენჭისყრით არჩევის საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს, 18 თებერვალს უირიდიული კომიტეტის
თავმჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
"უირიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის არჩევის კიდევ ერთი მაღალი სტანდარტი
დაამკვიდრა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა, რეგლამენტის სრული დაცვით იყო კენჭისყრა,
შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, მე ბიუროს ვთხოვდი, რომ ეს საკითხი პლანარული
სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ", — განაცხადა ოხანაშვილმა.