
თელავში, პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მანამდე კი, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და ბიოლოგიის
მასწავლებელის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეხება დაადასტურა. პედაგოგის გათავისუფლებას სკოლის დირექტორმა
ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ბიოლოგიის პედაგოგმა მე-6 კლასელი მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობიდან
რამდენიმე წუთში დერეფანში გაიყვანა და თმებზე მოქაჩა. შემთხვევა სკოლის შენობაშივე განთავსებულმა ვიდეოსათვალთვალო
კამერებმა დააფიქსირეს.