
გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
ოპოზიციის პერფორმანსი აკაკი წერეთლის პოემა გამზრდელის სიტყვებით გამოეხმაურა:
"მხოლოდ აღზრდა ადამიანს რა უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო, ნათქვამია", — აღნიშნა შოთაძემ.
"ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ
ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები და შემდგომ გამოეხატათ თავიანთი კრიტიკული მოსაზრება. მაგრამ რეალობა ისაა, რომ
ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან ცდებიან.
უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი",
— განაცხადა შოთაძემ