-
2020-02-07 10:46
გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს
მოქალაქეებს 1 მარტიდან შეეძლებათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლეგალურად დასაქმება.
“დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო.
ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს: მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან
უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა.
გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს.
თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ
შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“
– აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.