
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ
მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს ლუგარის ლაბორატორიის
ოფიციალური დასკვნით , ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება.
„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება -
ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული
მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით
ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინფექციურ საავადყოფოში ორი პაციენტი შეიყვანეს.