
პაატა იმნაძის თქმით, მას ეპიდემიასთან ბრძოლის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, თუმცა რაc
ჩინეთში ხდება ეს ამ ხალხის გმირობაა:
"არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ჩინეთში მცხოვრები მოქალაქეების და ექიმების სამოქალაქო გმირობას, რომლებიც დღეებისა და კვირეების განმავლობაში არ გამოდიან საავადმყოფოებიდან. ყოველდღიური გმირობები ხდება ჩინეთში. ეპიდემიებთან ბრძოლის საკმაოდ დიდი ხნის, საკმაო გამოცდილება მაქვს და აქამდე არსად მინახავს ასეთი მასშტაბით ასეთი გმირობა. ის, რაც დღეს ჩინეთში ხდება ნამდვილი გმირობაა. ჩვენც, რაღაცნაირად, ყველას სოლიდარობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, რომ მსოფლიოში არ გავრცელდეს ეს დაავადება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია