
კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მეტი რესურსი კორონავირუსის ჩინეთში დამარცხებაზე დაიხარჯოს და ასეთ შემთხვევაში, ის საზღვრებს გარეთ სწრაფად არ გავრცელდება.
ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი მსოფლიოში ამ ეტაპზე ძალიან ნელა ვრცელდება.