
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო
საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.