
რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების დეპორტაციას გეგმავს.
"ეს გეგმა საშუალებას იძლევა მოხდეს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომელთაც ეს დაავადება
აღმოუჩნდებათ", — განაცხადა მიშუსტინმა.
რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ ორ შემთხევას ადასტურებს. ორივე პირი ჩინეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
აღნიშნული ვირუსით ამ ეტაპზე 300 გარდაცვალების შემთხვევა დასტურდება.