
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანმა უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფაში
დაღუპულთა ოჯახებს 80 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
"ვფიქრობ, რომ ეს ცოტაა. როდესაც დაღუპულის ცოლი ამბობს, რომ ქმარი ერთადერთი მარჩენალი
იყო, მას არ აქვს სამსახური და ბავშვი უნივერსიტეტში აბარებს — 80 ათასი დოლარი ძალიან ცოტაა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე არანაირი ფულით არ იზომება", — განაცხადა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, რომ ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება ოთხი დღის დაგვიანებით აღიარა და მას "ადამიანური
შეცდომა " უწოდა.
ავიაკატარსტორის შედეგად 178 ადამიანი დაიღუპა.