ანიტას ინდოეთიდან დღეს საღამოს ჩამოასვენებენ - "ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო ჟურნალისტებს!"

Image

ანიტას ინდოეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი მარიკა

ხუციშვილი ანიტას ჯგუფში წერს.

 

„მნიშვნელოვან პოსტს ვწერ, მინდა ემოციების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ... ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი...

ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველ ღამე გწერდით ანიტას, მისი დედიკოს და მამიკოს ამბებს. პასუხისმგებლობა ავიღე, დაგპირდით, რომ ყველა ინფორმაციას გაგაცნობდით. კრიტიკული სიტუაციების დროს მიჭირდა, არ მინდოდა არაფრის წერა, მაგრამ ვწერდი იმიტომ, რომ თქვენ არც ერთი წამი არ მიგვატოვეთ და არც ჩვენ გვქონდა თქვენი მიტოვების უფლება...

ვწერ, ვშლი, ვწერ... ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა:

ანიტას ჩამოასვენებენ კვირას, 2 თებერვალს 20:15 საათზე.

სამთავრობო გასასვლელიდან გამოვლენ, ამიტომ შიგნით ვერ შეხვალთ.

ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთხოვო/მოვთხოვო ჟურნალისტებს!

ძალიან გთხოვთ, არავინ არ მოხვიდეთ ფოტოების, სიუჟეტების, ლაივ/სინქრონების და კომენტარებისთვის! ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა გვთხოვა კომენტარი გაგვეკეთებინა (არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაგვეკეთებინა) მე და ჩემ მეგობრებს, რაც ძალიან მიუღებელია ამ სიტუაციაში. ამიტომ გთხოვთ, დაფიქრდით სანამ რამეს მოიმიქმედებთ. თუნდაც ფოტო გადაიღოთ, დაფიქრდით ანიტას ოჯახის წევრები რას იგრძნობენ ამ ფოტოს რომ შეხვდებიან სოც. ქსელში.

ხუთშაბათს, 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ ანიტას“, - წერს მარიკა ხუციშვილი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !