
კორეელი გოგონა, დაელ ჰეო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს, სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს.
"საქართველო ჩემთვის ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა. თავიდან მინდა ანიმატორობა, მერე მოდის დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს კერავს და არ ვიცი მოდელი გამოვიდე თუ არა, და სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი. უნდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო.რუსეთმა ხომ წაგვართავა აფხაზეთი და ოსეთი და ეს უნდა დავაბრუნო" - განაცხადა დაელ ჰეომ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის შოუში".