
იტალიის ქალაქ მოდუნიოში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
გამოძიებამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ძვირფასი საათი და ნაღდი ფული. სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.
სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.