-
2020-01-31 22:56
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე პატარა ანიტას გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმიანება.
"დღეს პირველად გავიგე მისი გვარი-ფაცაცია ყოფილა არასდროს მიკითხავს რა გვარი იყო რადგან ის ისეთ სიმბოლოდ იქცა რომლის სახელის ხსენებაც საკმარისი გახდა ყველასთვის ...
სიმბოლოდ იქცა თავისი ძალიან ცოტა ხანგრძლივობის სიცოცხლით,ამ ლამაზი სიცოცხლისთვის შეუპოვარი ბრძოლით და თავისი წასვლით,ამდენ ხალხს რომ ჩასწყვიტა გული...ის სიმბოლოდ იქცა პაწაწინა ,ულამაზესი და უსაყვარლესი ანგელოზების,რომლებიც დღეს მასავით იბრძვიან იმისთვის რომ დიდები გახდნენ და სიცოცხლის შანსი მოიპოვონ,იმედია, მათ მაინც გაუმართლებთ და იცოცხლებენ.ყველა სხვა ბავშვი,ვინც ახლა იბრძვის სიცოცხლისათვის გადაარჩინე ღმერთო!
პატარა ანიტა ფაცაცია ყოფილა...ახლა გავიგე..."-წერს ჟურნალისტი.
ანიტა ბოლო რამდენიმე თვე დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.