
ფეხბურთელის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ქალი,თეირანის ყველაზე დიდ მოედანზე სიკვდილით
სასტიკად დასაჯეს.
“შემიწყალეთ! ალაჰის გულისთვის შემიწყალეთ! – ასე ევედრებოდა საშუალო ასაკის ქალი
მოსამართლეებს.
იგი ფეხბურთელის ნასერ მოჰამადხანის მეუღლის ლალეხ სახარგიზანის მკვლელობის ბრალდებით
დააპატიმრეს.
გამოძიების თქმით,შახლამ ეჭვიანობის ნიადაგზე, ლალეხს(მოკლულ ქალს) რამდენჯერმე დაარტყა დანა. ორივე
ქალი მოჰამადხანის ცოლი იყო.
მან სიკვიდით დასჯამდე 8 წელი ციხეში გაატარა.
შახლა ამ წელს 146-ე სიკვდილით დასჯილი იყო. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, 2018 წლის
მონაცემებით, ირანში 718 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
მკვლელობის მომენტში მოჰამადხანი, ბერლინში იმყოფებოდა,თუმცა სასჯელს ვერც ის გადაურჩა.
ნასერმა 74 დარტყმა (გაროზგვა) დაიმსახურა იმის გამო, რომ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა ცოლებს.