
რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევების საბოლოო პასუხები დღეს
გახდება ცნობილი.
მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის.
“საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც ასევე არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები, მასთანაც ველოდები საბოლოო პასუხებს, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“,- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვირუსის პრევენციისთვის უპრეცენდენტო საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.