
საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქსტატის“ ინფორმაციით, ჩინეთიდან 2019 წელს იმპორტირებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის პროდუქციას შორის საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის (ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული), სიგარეტების (სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან) და მცენარეების (ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული) შემოტანა ხდებოდა.