
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ჩინეთში დღითი დღე იზრდება.
ბოლო მონაცემებით, ვირუსმა ქვეყანაში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი
7700-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1735-ით, დაღუპულთა
რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო
ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.