
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ბათუმ-ლაზეთის ეპარქია, მათი თქმით,
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება, იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს, რაც 2018
წლის შემდეგ არ ჩაუტარებია. კლინიკაში სწორედ ამ მიზნით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
არ გაუარესებულა“, – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა საქართველოს “პირველ არხთან”
გააკეთა.