
2019 წლის განმავლობაში სულ 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი
დაიღუპა და 7921 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
წინა წელთან შედარებით დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2019 წელს 10%-ით მეტი
ადამიანი გარდაიცვალა.ჯამში სულ 2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 და დაშავდა 3430 ადამიანი.