
თბილისის ქუჩებში18 მეტრიანი ავტობუსი ივლის, თუმცა ის მგზავრებს არ
მოემსახურება.
როგორც ცნობილი გახდა, ახალი ტრანსპორტი დედაქალაქის ქუჩებში სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ
ასეთი ავტობუსების შეძენა რეფორმის ფარგლებში იგეგმება.
“ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ
შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას,
რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა”, —ამბობს წილოსანი.
ავტობუსები 150 მგზავრზეა გათვლილი.