-
2020-01-18 20:36
გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად
კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
პროკურატურის ეზოში ბოტასების გადაყრის შემდეგ, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა და ლაშა
ცუცქირიძე დააკავეს. “მაკავებენ იმის გამო, რომ შოთაძეს გადავუყარეთ ბოტასები”- თქვა ზვიად კუპრავამ.
შოთაძის კანდიდატურა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს დღეს ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა
პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება,
ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია.