
თეირანთან მომხდარი ტრაგედიის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამძიმრის
წერილი გაავრცელა.
„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის გამო,
რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ
უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია
ილია მეორის სამძიმრის წერილში.