
ამერიკის მთავრობამ ირანის მიმართ სანქციების დაწესება უკვე დაანონსა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ სად წავა
ხალხი, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან სანქციებს გამოექცევა და საფრთხის არიდების მიზნით, ქვეყანას
დატოვებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში თეირანიდან მორიგი ავიარეისი დაეშვა.
არხის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბარგით ჩამოვიდნენ.
მათ კამერებთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა ზოგიერთი მათგანის განცხადებით, ისინი ტურისტები არიან და ქვეყანას
საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ.
"რამის პროგნოზირება შეუძლებელია, ფაქტია, რომ ამერიკის სამხედრო ძალებსა და პრეზიდენტს ირანის მთავრობის
ქმედებები არ მოსწონს, დამატებით ვერაფერს ვიტყვი"-აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა .